logo
ENG



"მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხება" - ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელმა უწყება დატოვა

02 მაი 202314:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/06tmguilii1grlk.png

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პირველი გამომძიებელი სერგო შუბითიძე პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა მან ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. როგორც მისმა უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა შუბითიძე ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.

"ამ ეტაპზე ბატონ სერგოს, როგორც უკვე მოგახსენეთ, არ სურს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება და ინფორმაციას მიწოდება, უკვე მან ისაუბრა საჯაროდ ტელევიზიაში. ამ ეტაპზე, ჩვენმა ორგანიზაციამ უფლებები საქართველო, წარმოვადგინეთ მისი ინტერესები თბილისის პროკურატურაში. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენებას, ის უკვე გააკეთებს მაგისტრი მოსამართლის წინაშე", - განაცხადა ადვოკატმა.

სერგო შუბითიძე პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც 29 აპრილს შაბათის ფორმულას ეთერში გამომძიებლის ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, სადაც მან აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა. გამომძიებელმა თქვა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა. საქმის გამომძიებელმა შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ისაუბრა. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება.

შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.


close დახურვა